[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სტუდენტთა სარეიტინგო სისტემის პირველი ეტაპის გამარჯვებულები

11.03.2016

9 მარტს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემოდგომის სემესტრის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში სარეიტინგო სისტემის პირველი ეტაპის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. 

სარეიტინგო სისტემის შემოდგომის სემესტრის გამარჯვებული საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი შერმადინ ხელაძე ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოთხ სტუდენტს – მიხეილ გულიაშვილს, გიორგი თხელიძეს, ვახტანგ ივეჩიანს და ლია ბუჩუნტელს – მიეცემათ შესაძლებლობა, უფასოდ გაიარონ მათთვის სასურველი ტრენინგი IBSU-ს ტრენინგ ცენტრში. ფაკულტეტის შემაჯამებელ საღამოზე პროექტის პირველი ეტაპის მიმოხილვასთან ერათად ახალი ეტაპი გამოცხადდა.

გარდა სარეიტინგო სისტემაში წარმატებული სტუდენტებისა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა დააჯილდოვა საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი დავიდიანი, რომელმაც შემოდგომის სემესტრში ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრება დააფიქსირა (99.6). წიგნების მაღაზიათა ქსელ ''ბიბლუსის“ სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ ''სტუდენტური ინიციატივის“ ფარგლებში ორგანიზებული პროექტების გამორჩეულ დელეგატებს.