[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსსაკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებში/დარგებში:  
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
1.    საერთაშორისო ურთიერთობები: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) და ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
2.    ეკონომიკა: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) და ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
3.    ჟურნალისტიკა: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) და ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
4.    საჯარო მმართველობა: პროფესორი (პროფესიული ნიშნით) (1 ვაკანტური ადგილი)

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
1.    განათლება: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
2.    ჰუმანიტარული მეცნიერებანი: პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი) და ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
3.    თურქული ფილოლოგია: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) და ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
4.    ინგლისური ფილოლოგია: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
5.    ფილოლოგია: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე
1.    ბიზნესის ადმინისტრირება: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
2.    ფინანსები: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
3.    მათემატიკა: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
4.    მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
5.    მარკეტინგი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
6.    საბუღალტრო აღრიცხვა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტზე
1.    ინფორმატიკა: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
2.    ინჟინერია: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტ-პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი)
3.    მათემატიკა: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
4.    არქიტექტურა: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი)
სამართლის ფაკულტეტზე
1.    საერთაშორისო სამართალი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
2.    საჯარო სამართალი: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
3.    კერძო სამართალი: ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი)
4.    სისხლის სამართალი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულებაში/დარგში);
•    სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება პროფესორის თანამდებობაზე და  არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
•    ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (საჭიროების შემთხვევაში);
•    უნივერსიტეტის დებულებით დადგენილ ქულათა სისტემაში პროფესორის/ასოცირებული პროფესორის/ასისტენ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ქულათა რაოდენობის დაგროვება;
•    უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

პიროვნული თვისებები:
•    პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
•    ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
•    პრეზენტაციის უნარი;  
•    პედაგოგიური უნარ-ჩვევები;  
•    ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი.  

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით):
•    განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით;
•    ავტობიოგრაფია (CV);  
•    საკვალიფიკაციო დიპლომების ნოტარიულად დამოწმებული ასლები (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
•    სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;  
•    სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
•    დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);  
•    2 ფერადი ფოტოსურათი (3×4);
•    პირადობის მოწმობის/ID ბარათის ასლი;  
•    დახასიათება (აკადემიური მიმართულებით) წინა სამუშაო ადგილიდან;  
•    არსებობის შემთხვევაში დარგის შესაბამის სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
•    ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/უცხო ქვეყანაში ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი – სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით (საჭიროების შემთხვევაში);
•    დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსი ქართულ და ინგლისურ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე), ხოლო ქართულ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე);
•    საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია – პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სპეციალური ფორმები.

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2017 წლის 30 იანვრიდან 2017 წლის 3 თებერვლის ჩათვლით (14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.

დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ტელ: 2595005 (131/132), ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge, dmchedlishvili@ibsu.edu.ge.
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.