სიახლეები

- 25/04/2025
აკადემიური წერის ცენტრის კვირეული
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ორგანიზებით, 7-14 მაისს გაიმართება სალექციო-სასემინარო კვირეული შემდეგ საკითხებზე: „პლაგიატის პრევენცია, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა, სამეცნიერო ნაშრომის შექმნის სტანდარტები და ხელოვნური ინტელექტის (გენერაციული ხელსაწყოების) სწორად გამოყენება სამეცნიერო ნაშრომის წერის პროცესში”.
ლექცია-სემინარებს გაუძღვებიან IBSU–ს აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი, განათლების მეცნიერებების დოქტორი მარიამ კუჭავა, შავი ზღვის საერთაშორიო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. ქართველი და უცხოელი ექსპერტებისა და მკვლევარების მიერ განიხილება სამეცნიერო ნაშრომის შესრულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. შედეგად, მსმენელები გაათვითცნობიერებენ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვის მნიშვნელობას, მიიღებენ რჩევებს პლაგიატის პრევენციის მექანიზმების თაობაზე, გაეცნობიან სიახლეებს სამეცნიერო ნაშრომის შექმნის მაგალითზე და ხელოვნური ინტელექტის (გენერაციული ხელსაწყოების) სწორად გამოყენებას სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობის პროცესში. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს აკადემიური უნარების განვითარება-გაუმჯობესებას და პლაგიატის პრევენციას. ლექცია-სემინარებზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალს. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
სამუშაო ენები: ინგლისური/ქართული
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/m1Dzu9CDWpsYnBE38
ადგილი: B ბლოკი; IV სართული, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი