სიახლეები
- 18/03/2024
აფრო-ამერიკული ისტორიის თვისადმი მიძღვნილი ღონისძიება IBSU-ში
ამერიკიმსოცდნეობის პროგრამის, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნერებათა სკოლის ორგანიზებით, #IBSU-ში ჩატარდა აფრო-ამერიკელების ისტორიის თვისადმი მიძღვნილი ღონისძება.
ღონისძების ფარგლებში განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცენერებათა სკოლის დეკანმა, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილმა წარადგინა პრეზენტაცია: “სამოქალაქო უფლებები და კოლლინ პაუელის ამერიკული ოცნების ახდენა”.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ასოც. პროფ. დოქტ. თეა ჭუმბურიძე, რომელმაც წარადგინა მოხსენება თემაზე: “მკვიდრი ამერკელების და აფრო ამერიკელების საერთო ისტორიული მემკვიდრეობის ესკიზები”.
ასევე, ასოც. პროფ. დოქტ. ლელა აბდუშელიშვილმა ისაუბრა მის მიერ თარგმნილი “ფრედერიკ დაგლასის მონათხრობი საკუთარ ცხოვრებაზე” წიგნის თარგმანის პროცესში ლინგვისტურ თავისებურებებზე.