სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების...
  4. /
  5. აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის კონფერენცია გახსნა
  • 29/11/2023

აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის კონფერენცია გახსნა

აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური კონფერენცია გახსნა, რომელიც​ განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით წელს მეთოთხმეტედ ჩატარდა.

IBSU პირველი უნივერსიტეტია, რომელსაც რობინ დანიგანი აშშ-ს ელჩად დანიშვნის შემდეგ ეწვია.

ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები კონფერენციაზე ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული და ინტერსციპლინარული ხასიათის სტატიებს წარადგენენ, რომელიც მოიცავს აშშ-ს ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს.

პროფესორების ნაშრომებთან ერთად წარმოდგენილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საუკეთესო სტუდენტების კვლევებიც, რაც დიდ სტიმულს აძლევს ჩვენს მომავალ ახალგაზრდა მეცნიერებს.