[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

აშშ-ს საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი სტუდენტებს შეხვდა

27.06.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტების, ლიზი ხმალაძის, ელენე ჯინჭარაძის, მარიამ მეტრეველის და ანა ანდრიაშვილის ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კონკურსები და დაფინანსებები“, რომელსაც უძღვებოდა ამერიკის შეერთებული შტატების
საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი, თეა კუჭუხიძე.

შეხვედრას მოდერატორობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი ირაკლი შამათავა, რომელმაც ისაუბრა სკოლის სამომავლო პერსპექტივებზე და სტუდენტთა მხარდამჭერ ღონისძიებებზე.

ლექცია შეეხებოდა სტუდენტთა ჩართულობას საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. ასევე, კონკურსების გამოცხადების ვადებსა და დაფინანსების პირობებს.

განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორმა ისაუბრა ბენჯამინ ფრანკლინის ტრანსატლანტიკური ერთობის პროგრამაზე (BFTF), ასევე აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ყველაზე დიდ გაცვლით პროგრამაზე Fulbright Graduate Student Program; Fulbright Teaching Excellence And Achievement (TEA) Program; Fulbright Visiting Scholars Program და სხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაზე.

ღონისძიებას ესწრებოდა კარიერის დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ნათენაძე.