ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები მოსწავლეებისთვის
03.06.2024შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები გამართა, რომელშიც თბილისის რვა საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. დებატებში გაიმარჯვა თბილისის 180-ე საჯარო სკოლის გუნდმა, რომელსაც სამართლისა და სახელმწიფო სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.