სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. გაეროს მოსახლეობის ფონდმა და IBSU-მ...
გაეროს მოსახლეობის ფონდმა და IBSU-მ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს
  • 24/04/2025

გაეროს მოსახლეობის ფონდმა და IBSU-მ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ განათლების სასწავლო პროგრამებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავს როგორც მასწავლებელთა 5-წლიანი ინტეგრირებული განათლების პროგრამას, ასევე განათლების მენეჯმენტის/მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სავალდებულო ან არჩევით კურსს.