სიახლეები
- მთავარი
- /
- სამეცნიერო სიახლეები
- /
- გამოიცა აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო...
- 31/01/2025
გამოიცა აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო კონფერენციის კრებული
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო კონფერენციის კრებული გამოსცა.
კონფერენციაში მონაწილეობდა ექვსი ქვეყნის 21 უნივერსიტეტის მეცნიერი და დოქტორანტი. ეს ქვეყნებია: ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, თურქეთი, ინდოეთი და საქართველო. კონფერენციის ფარგლებში იმუშავეს ქართულმა და ინგლისურმა სესიებმა.
კონფერენციის პარტნიორი უნივერსიტეტები იყვნენ: კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ზილინას უნივერსიტეტი (სლოვაკეთი) და გამოყენებითი ფსიქოლოგიის კოლეჯი (ჩეხეთი).
აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო კონფერენცია 17 ოქტომბერს ჩატარდა.
კრებული იხილეთ ბმულზე