გიორგი მერაბიშვილმა ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეხვედრები გამართა
29.05.2024კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის პროგრამის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა, გიორგი მერაბიშვილმა ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გამართა პორტუგალიაში, ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
პორტუგალიელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრებზე მერაბიშვილმა ისაუბრა კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებზე.
გიორგი მერაბიშვილი ასევე დაესწრო ICM-ის პროექტზე გამართულ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერებას ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და ევროკავშირს ფარგლებს გარეთ არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სტუდენტთა მობილობისა და ორმაგი ხარისხის შესაძლებლობის ხელშეწყობის გზით.
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის პროგრამის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ასევე შეხვდა IBSU-ს სტუდენტებს, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობენ.