სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა
  4. /
  5. გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის...
გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე
  • 19/05/2025

გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა.

პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შეხვდნენ კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი მარიამ რაზმაძე,  გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელო ნანა იაშვილი, თანახელმძღვანელი ნინო წითლანაძე და მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ შოშიაშვილი.
აბიტურიენტები გაეცნენ შემოქმედებითი ტურის პირობებს, საგრანტო შეთავაზებებსა და დაათვალიერეს კამპუსი.

ღია კარის დღეზე მოსულ მე-12 კლასელებს IBSU-მ 1000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი გადასცა, რომლის გამოყენებასაც ისინი შეძლებენ IBSU-ს გრაფიკული დიზაინის პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში.