სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. დოკუმენტური ფილმის „თაობა კონფლიქტს მიღმა“...
დოკუმენტური ფილმის „თაობა კონფლიქტს მიღმა“ ჩვენება-დისკუსია
  • 16/05/2025

დოკუმენტური ფილმის „თაობა კონფლიქტს მიღმა“ ჩვენება-დისკუსია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით, “მე-16 ელემენტის” დოკუმენტური ფილმის „თაობა კონფლიქტს მიღმა“ ჩვენება-დისკუსია გაიმართა.

დისკუსია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტის ტრანსფორმაცია და თაობებს შორის გაუცხოების პრობლემა.

შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა ელიკო ბენდელიანი, მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი.

“მე-16 ელემენტი” წარმოადგენს ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს, რომლის მიზანია მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა.