ვორქშოფი: “SMART-ის გამოყენება სასწავლო პროცესში”
28.02.2022განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ვორქშოფი: “SMART-ის გამოყენება სასწავლო პროცესში.” ვორქშოფი ჩაატარა IBSU-ს მოწვეულმა ლექტორმა, განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა, ნატო ფაჩუაშვილმა. ვორქშოფის ფარგლებში მომხსენებელმა განიხილა SMART-ის პლატფორმის ფუნქციები და სწავლების პროცესში მისი გამოყენების გზები. SMART-ი MOODLE-ის პლატფორმაზე შექმნილი სისტემაა, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწავლის პროცესის მართვისას იყენებს.