სიახლეები

- 26/12/2025
ინკლუზიური განათლება მრავალკულტურულ გარემოში: საგანმანათლებლო სესია IBSU-ში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია თემაზე „ინგლისის ინკლუზიური განათლების გამოწვევები მრავალკულტურულ გარემოში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მომავალი გამოწვევები და ინგლისური პრაქტიკის გაზიარება“.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა – ჟანა გოგინაშვილმა და მარინა ოსტრიანსკამ – მონაწილეებს გააცნეს ინგლისის მრავალკულტურული საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი გამოწვევები, მათ შორის ენობრივი ბარიერები, კულტურული განსხვავებები და ინკლუზიური სწავლების პრაქტიკები.
სესიაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ გამოცდილებასა და მიდგომებს, რომლებიც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. განხილულ იქნა ინკლუზიური მიდგომა სკოლის მასშტაბით, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება, თემობრივი ჩართულობა და მონაცემებზე დაფუძნებული მონიტორინგის მნიშვნელობა.
ღონისძიება ხელს უწყობდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ინკლუზიური განათლების მიმართულებით პროფესიული დიალოგის გაღრმავებას, რაც თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.