კანადელი ლექტორის ვორქშოპი IBSU-ში
12.07.2024კანადის წმინდა მერის უნივერსიტეტის ლექტორმა, ჯუნ რუივივარმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართა ორდღიანი ვორქშოპი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის აკადემიური პერსონალისთვის. ვორქშოპის პირველი დღე დაეთმო სწავლებასა და კვლევაში UX (User Experience) პრინციპების გამოყენების საკითხებს, ხოლო ვორქშოპის მეორე დღეს განიხილეს ენის სწავლების მიმართულებით კომპლექსური დინამიური სისტემების თეორია (CDST) და მისი პრინციპები.