[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ლიტერატურულ-შემეცნებითი ალმანახის “ბუნების მეგობრები” პრეზენტაცია

23.04.2024

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლიტერატურულ-შემეცნებითი ალმანახის “ბუნების მეგობრები” პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, რუსთავის საკრებულოს წევრი, ამირან ჯანჯღავა, ასევე ცნობილი მწერლები, კრიტიკოსები, ჟურნალისტები, მთარგმნელები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაცია გახსნა სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ, რომლის მხატვრული ტექსტი “ჩემი აფხაზური ნაძვის ხე – გზა შინისკენ!” დაბეჭდილია ალმანახის პირველ ნომერში.

საერთაშორისო ჟურნალი “ბუნების მეგობრები” მოიცავს ბუნების და ეკოლოგიის თემაზე თანამედროვე მწერლების სხვადასხვა სახის ლიტერატურულ-შემეცნებით ტექსტებს და ის პირველი ლიტერატურული ალმანახია, რომელიც დედამიწის დაცვას ეᲫღვნება.

ალმანახის რედაქტორია პოეტი მადონა დვალი. სპონსორი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.