[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მადლიერების დღე IBSU-ში

24.11.2022
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა.
 ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის სტუდენტები, ლექტორები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
 ღონისძიებას დაესწრო გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი აშშ-ს საელჩოში ირაკლი მალანია და საქართველოში მყოფი ამერიკელი ფულბრაიტის პროგრამის მკვლევრები.
პროგრამის სტუდენტებმა: ლიკა მირუაშვილმა, ანი მწარიაშვლმა და ანანო ბანძელაძემ წარმოადგინეს მადლიერების დღის შესახებ პრეზენტაცია ისტორიულ რაკურსში.
 სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა სტუდენტების მიერ მომზადებულ ქართულ და ამერიკულ კერძებს.
 ღონისძიებას ამერიკული კულტურის ელფერი შესძინა პროგრამის ლექტორის, დიპლომატ კახი ქენქაძის მიერ შესრულებულმა ამერიკულმა სიმღერებმა.