სიახლეები
- 29/04/2024
მარინა რაზმაძე კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანის პოზიციაზე დაინიშნა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანის პოზიციაზე მარინა რაზმაძე დაინიშნა.
მარინა რაზმაძე არის #IBSU-ს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ ხელმძღვანელი და სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ქალბატონ მარინას გააჩნია ხელმძღვანელის და კვლევით პოზიციებზე მუშაობის 17 წელზე მეტი გამოცდილება ადგილობრივ და უცხოეთის საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო ორგანიზაციებში; ასევე, პროექტების ხელმძღვანელობის მრავალწლიანი გამოცდილება ისეთ ფონდებსა და ორგანიზაციებში, როგორებიც არის: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (SRNSFG), განათლების საერთაშორისო ცენტრი (IEC), DAAD, Erasmus+, Horizon Europe, EOSC Future და სხვ.
აღსანიშნავია, რომ მარინა რაზმაძე მჭიდროდ თანამშრომლობს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და ქსელებთან და წარმოადგენს საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის მიმართულებით საკონტაქტო პირს საქართველოდან. ორგანიზაციებსა და ფონდებს შორის არიან: FAO, RDA, Horizon Europe, OpenAIRE, UNESCO.