[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მარკეტინგის ესეების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოვება

08.07.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებითა და პროფესორ კახაბერ ჯაყელის ინიციატივით ჩატარდა “მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა – მეო 2022”.
ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ ,,ოქროს და ვერცხლის კალმის’’ სერთიფიკატები.
მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა ტარდება ყოველწლიურად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა უნივერსიტეტის  საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.