
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მე-15 საერთაშორისო კვლევით კონფერენციას „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე.“
ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევრებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ, აშშ-ს საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორმა ლიკა გუმბერიძემ, განათლების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქეთი ქოქრაშვილმა, IBSU-ს დოქტორმა და IRCEELT-ის დამაარსებელმა ნათელა დოღონაძემ, IBSU-ს განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვანი სადოქტორო და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა და კონფერენციის ორგანიზატორმა ეკატერინე ფიფიამ და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა თამარ შიოშვილმა.
წლევანდელი კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ ლი ენ უილიამსი აშშ-ს ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტიდან და ქრისტიან ლუდვიგი გერმანიის თავისუფალი უნივერსიტეტიდან .
ვორქშოფის სესიებს უძღვებოდნენ:
︎ ჯუნ რუივივარი | კანადის წმინდა მერის უნივერსიტეტი
︎ ლორენ უილიამსონი | აშშ საელჩო
︎ ჯონ ჯორდანი | აშშ საელჩო
ლილი ო’ტული | აშშ საელჩო
IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ინიციირებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ მეცნიერების კვლევის შედეგები და დარგის განვითარების უახლესი ტენდენციები.