სიახლეები

- 24/02/2025
მოსწავლეთა ზამთრის მე-12 ოლიმპიადა ინფორმატიკაში დასრულდა
დასრულდა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-12 ოლიმპიადა ინფორმატიკაში. მასში სულ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საოლიმპიადო წრეებში გაერთიანებულმა 117-მა მოსწავლემ.
ოლიმპიადა გაიმართა 3 ასაკობრივ ჯგუფში: 5-8 კლასები (30 მოსწავლე), 9-10 კლასები (62 მოსწავლე) და 11-12 კლასები (25 მოსწავლე). იგი ჩატარდა მსოფლიო ოლიმპიადის ფორმატით და მასზე საკმაოდ რთული ამოცანები იყო წარმოდგენილი.
წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე (ცხრილებში წარმოდგენილია მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებმაც ოლიმპიადა არანულოვანი შედეგებით დაასრულეს).
ტოლი ქულების შემთხვევაში ადგილები განისაზღვრა უკეთესი ჯამური დროის მიხედვით.
შედეგები იხილეთ ბმულებზე:
საბოლოო შედეგები და გამარჯვებულთა სიები გამოქვეყნდება აქვე მაქსიმუმ სამი დღის ვადაში.