ნინო სამხარაძის ტრენინგი თემაზე “კრიტიკული კითხვისა და აზროვნების ტექნიკები”
27.11.2024IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მიერ ინიციირებული ტრანსფერული უნარების განმავითარებელი ვორკშოპების ციკლის ფარგლებში, სტუდენტებთან მორიგი შეხვედრა გამართა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პოლიტიკის ანალიტიკოსმა, ნინო სამხარაძემ თემაზე “კრიტიკული კითხვისა და აზროვნების ტექნიკები.”
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ კომპონენტებს:
– ტექსტის კითხვის მიზნის ამოცნობა
– ტექსტის კონტექსტუალიზაცია
– სწორი კითხვების დასმა ტექსტისთვის
– კრიტიკის ტექნიკები
– კრიტიკის უნარების დიფერენციალური მეთოდები
ტრენინგის სამი ძირითადი მეთოდის – სწავლების, გაზიარების, ვარჯიშის – ფარგლებში სტუდენტებმა შეძლეს უკვე არსებული უნარების ამოცნობა, სამომავლოდ საჭირო უნარების მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენა და ტრენინგის შემდეგ თვითგანვითარების დაგეგმვა.