სიახლეები

- 05/03/2025
პანელური დისკუსია – Startup Future: From Zero to Hero
IBSU-ს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა წარმატებით უმასპინძლა პანელურ დისკუსიას “Startup Future: From Zero to Hero”, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეხვდნენ სტარტაპ სფეროს წამყვან ლიდერებს. სპიკერები:
- იაკო ჯიქია – სტარტაპ Helio AI-ს დამფუძნებელი და CEO
- მედეა ჯანჯღავა – Future Laboratory-ის მმართველი დირექტორი
- ნიკა ნათენაძე – ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი
დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია:
- სტარტაპის შექმნა ნულიდან – როგორ უნდა იქცეს იდეა რეალურ ბიზნესად
- ინვესტორებთან ეფექტური კომუნიკაცია – რა ხდის იდეას მიმზიდველს და როგორ მოვიზიდოთ დაფინანსება
- გამოწვევების დაძლევა – როგორ დავძლიოთ ფინანსური და მენეჯმენტური ბარიერები
- სტარტაპ ეკოსისტემის ტრენდები – რომელი ტექნოლოგიები ცვლიან დღეს ბიზნეს გარემოს
- ქალი ლიდერების გამოცდილება – რა გამოწვევები და შესაძლებლობებია ქალებისთვის ტექნოლოგიების სფეროში
ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი განაგრძობს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას. თუ ხარ IBSU-ს სტუდენტი ან კურსდამთავრებული შემოგვიერთდი IBSU Startup Community-ში: https://www.facebook.com/share/g/18fySkMPkf/