სიახლეები

- 20/02/2025
რექტორის მრჩეველმა დავით ცირამუამ Erasmus+ საერთაშორისო კვირეულსა და ევროპის ანტრეპრენიორობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) რექტორის მრჩეველმა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ცირამუამ 2025 წლის იანვარში, პრაღაში, ნიუტონის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ Erasmus+ საერთაშორისო კვირეულსა და ევროპის ანტრეპრენიორობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო კვირეული 10-ზე მეტი ქვეყნის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს აერთიანებდა.
კვირეულის მონაწილეები ჩართულები იყვნენ ისეთ ვორკშოპებში, როგორებიცაა
▪︎ როგორ უმკლავდებიან ევროპული ბიზნესსკოლები მდგრადი განვითარების გამოწვევებს;
▪︎ ფსიქოლოგიური უსაფრთხოება სამუშაო გარემოში;
▪︎ AI და უმაღლესი განათლება
▪︎ პროექტებისა და კვლევების განვითარების ხელშეწყობა.
აღნიშნულ კვირეულზე ასევე საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო თანამშრომლობას ახალ პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებთან, რაც ერთობლივი პროექტებისა და სასწავლო გაცვლების ორგანიზების საფუძველი გახდება.