საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტომ „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერების“ სამაგისტრო პროგრამას აკრედიტაცია 2028 წლამდე გაუგრძელა
25.12.2023საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტომ (ASIIN), IBSU-ს ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამას „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ აკრედიტაცია 2028 წლამდე გაუგრძელა.
სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორობის შედეგად ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანია) და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან.
პარტნიორი უნივერსიტეტებია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU), ყაზახურ-ამერიკული თავისუფალი უნივერსიტეტი (KAFU), სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE), და ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტი (INAI.KG).