სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა დალიანის ტექნოლოგიური...
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა დალიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა
  • 17/06/2025

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა დალიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა ჩინეთის დალიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მათ შორის კვლევითი ცენტრის დირექტორს, პროფესორ გუო შუჰონგს; პროფესორ დიაო სიუჰუას და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასოცირებულ პროფესორს ჩენ ჟენს.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პრორექტორი კვლევით დარგში თეა კბილცეცხლაშვილი და კვლევის ხელშეწყობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ ფარსადანიშვილი, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.