სიახლეები
- Home
- /
- საერთაშორისო ურთიერთობები
- /
- საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა AUF-ის...
- 24/11/2025
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა AUF-ის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) შესახებ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც უძღვებოდა AUF-ის წარმომადგენელი თამარ ღარიბაშვილი.
თამარ ღარიბაშვილმა ვრცლად ისაუბრა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მისიისა და აქტივობების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ფრენგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას და აკადემიურ და კულტურულ გაცვლით პროგრამებს ფრანკოფონიის ინსტიტუტებსა და სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის.