საინფორმაციო შეხვედრა აშშ-ში გაცვლით პროგრამებზე
24.10.2024შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორებმა, თეა კუჭუხიძემ და თათა თოდრიამ, IBSU-ს სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ში გაცვლითი პროგრამები, მათ შორის UGRAD, Fulbright, SUSI და მათში მონაწილეობის პირობები. ასევე, სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს.