სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანის ვორქშოპი თემაზე “საქმიანი კომუნიკაცია”
28.11.2024IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მიერ ინიციირებული ტრანსფერული უნარების განმავითარებელი ვორკშოპების ციკლის ფარგლებში, სტუდენტებთან მორიგი შეხვედრა გამართა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, აფილირებულმა პროფესორმა ირაკლი შამათავამ თემაზე “საქმიანი კომუნიკაცია.”
საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებმა ვორქშოპის დახმარებით ისწავლეს ეფექტური, გასაგები და კორექტული მესიჯის ფორმულირების ტექნიკები.