სიახლეები

- 10/03/2025
სამეცნიერო ბაზების ტრენინგი სტუდენტებისთვის
IBSU-ს ბიბლიოთეკამ სტუდენტებისთვის სამეცნიერო ბაზების შესახებ მორიგი ტრენინგი ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავს კვლევის მიმართულებით საქმიანობის ხელშეწყობას. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები, რომლებსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია თუ როგორ მოიძიონ, გაფილტრონ და შეაფასონ სამეცნიერო ინფორმაცია სხვადასხვა ბაზებში, როგორ შეადგინონ ზუსტი საკვანძო სიტყვები და უკეთესად განავითარონ კვლევის უნარები.