
დასრულდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL V) მეოთხე მოდულის ტრენინგი თბილისისა და რუსთავის 6 სკოლის მასწავლებლებთან.

პროექტის ფარგლებში,
#IBSU პარტნიორობას უწევს პროექტ ჰარმონიის ფილიალს საქართველოში (PH International) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან ერთად.
პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სწავლების ინტეგრირებული მეთოდების დანერგვას საქართველოს სკოლებში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტს კოორდინირებას უწევენ პროფესორი, დოქტორი ნიკოლოზ ფარჯანაძე და პროფესორი, დოქტორი ეკატერინე ფიფია.