სიახლეები

- 26/02/2025
საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-12 ოლიმპიადის საბოლოო შედეგები
ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-12 ოლიმპიადის საბოლოო შედეგები და გამარჯვებულ მოსწავლეთა სია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:
გამარჯვებული მოსწავლეები დიპლომების მისაღებად უნდა მობრძანდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დილის 10-დან საღამოს 5 საათამდე მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს ამ განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ (უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N101).
აქვე სერტიფიკატების მიღება შეუძლიათ ოლიმპიადის მონაწილე ყველა მოსწავლეს.
მალე, სავარაუდოდ, მარტის თვიდან სტარტს აიღებს ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში. პირველი ტური ტრადიციულად ონლაინ ჩატარდება, ხოლო დასკვნითი და ნაკრების შესარჩევი ტურები დასწრებულად.
ეროვნული ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციები იხილეთ საიტზე: geoi.ge ამ საიტიდან მოხდება მონაწილეთა რეგისტრაციაც, რომელიც მალე გამოცხადდება.
ოლიმპიადის დასკვნითი ტური კვლავ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობით გაიმართება.
საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა გამარჯვებულ და მონაწილე მოსწავლეს და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს!