სიახლეები

საჯარო გამოსვლის კონკური – “So You Think You Can Speak?!
  • 19/05/2025

საჯარო გამოსვლის კონკური – “So You Think You Can Speak?!

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მხარდაჭერით და აფილ. ასოცირებული პროფესორის ეკატერინე ბაკარაძის უშუალო ხელმძღვანელობით, სამართლის სკოლის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარო გამოსვლის კონკურში – “So You Think You Can Speak?!”.

დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდა სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი ირაკლი შამათავა, რომლის განცხადებით, საჯარო გამოსვლის ხელოვნება იურისტის პროფესიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სწორედ ამიტომ, მსგავსი პროექტების განხორციელება და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

მონაწილეები შეეცადნენ თანამდებობის პირების, საჯარო ფიგურებისა და სამოქალაქო აქტივისტების გამოსვლების იმიტაცია გაეკეთებინათ, სამართლებრივ, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. კონკურსის ბოლოს, გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, ასევე, სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ საუკეთესო გამომსვლელებს.

აღსანიშნავია, რომ ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოავლინა.

პირველი ადგილი – მარიამ სალთხუციშვილი, ნანა გრიგოლიშვილი;

მეორე ადგილი – მაია კობალაძე, ნატალი ბერუაშვილი;

მესამე ადგილი – სამირა კაჯარლი, ირაკლი გორგიშელი

საუკეთესო საჯარო გამომსვლელი – ქრისტინე იმერლიშვილი, გაბრიელ ვასაძე.