სიახლეები
- 14/12/2023
საჯარო ლექცია – “ეკონომიკური თავისუფლება”
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე “ეკონომიკური თავისუფლება.”
სპიკერებმა, რამაზ გერლიანმა, ნოდარ სირბილაძემ და ირაკლი მაკალათიამ განიხილეს სხვადასხვა თემები, მათ შორის “თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება,” “ეკონომიკური პოლიტიკა,” და “სახელმწიფო ქონების სტატისტიკა. რა ეკონომიკურ პოტენციალს არ იყენებს საქართველო?”
ლექციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.