[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სენტ-ეგზიუპერის სკოლაში IBSU-ს ტრენინგი „ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის“ ჩატარდა

24.10.2024

IBSU-ს მარკეტინგისა და  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ შოშიაშვილმა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის წარმატებულმა სტუდენტებმა, მარი ლეთოდიანმა და ლუკა ამბალიამ, ფრანგულ-ქართულ სკოლაში ტრენინგი „ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის“ ჩაატარეს. მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა სახალისო აქტივობის საშუალებით გაცნობოდნენ პროფესიის სპეციფიკას, ახალი ამბის სტრუქტურას, ჟურნალისტურ ეთიკასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ხერხებს. ინტერაქციულ შეხვედრაზე მონაწილეებს გადაეცათ IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები.