[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სტუდენტებმა IBSU-ს ეზოში დიდ ეკრანზე საქართველოს ნაკრების ისტორიულ მატჩს უყურეს

19.06.2024

IBSU-ს სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წევრებმა უნივერსიტეტის ეზოში, დიდ ეკრანზე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველ ისტორიულ მატჩს უყურეს და ჩვენს გუნდს ერთად უქომაგეს. მატჩის ჩვენების სპონსორები იყვნენ რედბული და ზელატოსი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მომდევნო მატჩების (საქართველო – ჩეხეთი, 22 ივნისი, 17:00; საქართველო – პორტუგალია, 26 ივნისი, 23:00) ნახვა შესაძლებელია IBSU-ს ეზოში დიდ ეკრანზე. თამაშზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ IBSU-ს სტუდენტებსა და თანამშრომლებს.

ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე.