სიახლეები
- 13/06/2024
სტუდენტური პროექტებისა და სეზონური სკოლების დახურვის ღონისძიება
IBSU-ში 2023-2024 სასწავლო წლის სტუდენტური პროექტებისა და სეზონური სკოლების დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ, პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში გიორგი მახარაშვილმა, პრორექტორმა სასწავლო დარგში სალომე კუჭუხიძემ და პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტრანსფორმაციულმა ქოუჩმა, თამარ შოშიაშვილმა პროექტებში ჩართულ სტუდენტებს მადლობა გადაუხადეს გაწეული სამუშაოსთვის და სამახსოვრო სერტიფიკატებით დააჯილდოვეს, ხოლო სპონსორებმა – სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing, საბილიარდო კლუბი ოლიმპიკი • Olimpic, Billiard Club Rio/ ბილიარდის კლუბი რიო, Alagiori • ალაგიორი, ზიპლაინი კუს ტბაზე, რუსთაველის თეატრი, ლაზერ ლაუნჯი – სტუდენტებს საინტერესო საჩუქრები გადასცეს.
IBSU-ში მოქმედებს რამდენიმე სტუდენტური პროექტი და სეზონური სკოლა:
- ბიზნეს ანბანი
- სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის
- სამართალი მოსწავლეებისთვის
- სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის
- პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში
- ციფრული სკოლა
- IBSU მარკეტერები
წლევანდელ სასწავლო წელს IBSU-ს სტუდენტური პროექტებით და სეზონური სკოლებით ისარგებლა საქართველოს მასშტაბით საჯარო თუ კერძო სკოლის დამამთავრებელი კლასის 4000-მდე მოსწავლემ. ტრენინგების მსვლელობისას ისინი გაეცნენ არა მხოლოდ IBSU-ს საგანმანათლებლო პროგრამებს, არამედ ჰქონდათ სხვადასხვა პროფესიის გაცნობის საშუალებაც, სახალისო-შემეცნებითი აქტივობების მეშვეობით.