[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სტუდენტური პროექტი ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტთან

19.06.2024

IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლამ პოლონეთის ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან ერთად განახორციელა ერთობლივი სტუდენტური პროექტი -„ევროკავშირის სამართლებრივი აქტი და მისი განხორციელების შესაძლებლობები პოლონეთსა და საქართველოში“.

პროექტი, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანის, პროფ. ირაკლი შამათავასა და სამაგისტრო და საბაკალვრო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორის, ქრისტინე ქარდავას ჩართულობით, განახორციელა ასოცირებულმა პროფესორმა, ეკატერინე ბაკარაძემ „დარგობრივი ინგლისური ენა იურისტებისთვის – B2” ფარგლებში და მიზნად ისახავდა სამართლებრივი ინგლისური ენის, ზეპირი და წერითი უნარების დახვეწას, სამართლებრივი კვლევისა და შედარებით-სამართლებრივი ანალიზის განვითარებას, კულტურათაშორისი კომუნიკაციის ხელშეწყობას.

პროექტში მონაწილე სტუდენტებმა განიხილეს შრომის სამართლის აქტუალური საკითხი – ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივის წინადადება „პლატფორმაზე მომუშავე პირთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ“ და დაწერეს ერთობლივი სტატიები. პროექტის განმახორციელებელი პოლონელი ლექტორი, კამილა შტეპანოვსკა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის (IRO) ხელმძღვანელის, ნინო ჩალაბაშვილის მხარდაჭერით, ეწვია IBSU-ს, რომელმაც სამართლის საბაკალავრო სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექციები შრომის სამართალში.

დაიგეგმა ორ უნივერსიტეტს შორის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კვლევის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავება და სხვა აქტივობების განხორციელება. პროექტის დასასრულს, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, პროფ. ირაკლი შამათავამ სტუდენტებს გადასცა სერტიფიკატები.