სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. სტუდენტური ჟურნალების Vitascope და Dreamscape...
სტუდენტური ჟურნალების Vitascope და Dreamscape მეორე ნომრის პრეზენტაცია
  • 19/06/2025

სტუდენტური ჟურნალების Vitascope და Dreamscape მეორე ნომრის პრეზენტაცია

IBSU-ში ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიერ შექმნილი სტუდენტური ჟურნალების Vitascope და Dreamscape მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე ავტორებმა და რედაქტორებმა მკითხველებს გაუზიარეს წერის პროცესთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები, იდეები და თავიანთი შთაგონებები. ღონისძიების დასასრულს ავტორები და რედაქტორები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ჟურნალებში გამოქვეყნებული მასალები მოიცავს სხვადასხვა თემას, მათ შორის არის განათლება და ლინგვისტიკა, ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია, ისტორია და კულტურა, ფილოსოფია და ეთიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია და ნეირომეცნიერება, გარემოსდაცვითი კვლევები და მდგრადობა.