სიახლეები

- 23/04/2025
სტუდფესტი 2025-ზე რეგისტრაცია დაიწყო
სტუდფესტი 2025-ის აქტივობებზე რეგისტრაცია დაიწყო!
ფესტივალი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტო, თბილისის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია უწევენ ორგანიზებას, წელს მეორედ იმართება.
2024 წელს ფესტივალში 25,000-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და 665 გამარჯვებული გამოვლინდა სხვადასხვა კატეგორიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, უნივერსიტეტების სახელით იასპარეზონ სპორტის მრავალ სახეობაში: ჩოგბურთი, პადელი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, სასტენდო სროლა, დარტსი, შაში, ნარდი, ქართული ჭიდაობა, კარტინგი, ფეინთბოლი, კლდეზე ცოცვა, ძიუდო, ცურვა, სამბო, ბილიარდი, ბოულინგი, ბადმინტონი, სპრინტი, ხელბურთი და ჯომარდობა.
რეგისტრაციის ვადები, სარეგისტრაციო ფორმები და სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: სტუდფესტი 2025-ის აქტივობები
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია მხოლოდ IBSU-ს ავტორიზებული მეილის ანგარიშებით.
ამასთან, ყურადღება მიაქციეთ, რომ სპორტის ზოგიერთ სახეობაში როგორც შიდასაუნივერსიტეტო, ისე ფინალური ტურნირები ერთსა და იმავე თარიღში ტარდება. პრიორიტეტი მიანიჭეთ იმ სახეობებს, სადაც თქვენი წარმატების შანსი მეტია.
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ მეილზე: dsad@ibsu.edu.ge