სიახლეები
- მთავარი
- /
- ბიზნესის სკოლა
- /
- ტურიზმის პროგრამების ხელმძღვანელი Academics World-ის მრჩეველთა...

- 24/06/2025
ტურიზმის პროგრამების ხელმძღვანელი Academics World-ის მრჩეველთა გუნდს შეუერთდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დოქტორი ეკა დევიძე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Academics World მრჩეველთა გუნდს შეუერთდა.
Academics World ხელს უწყობს ერთიან პლატფორმაზე ინჟინერიისა და ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და მედიცინის სფეროში უახლესი მიღწევებისა და საკითხების განხილვას მკვლევრებსა და აკადემიკოსებს შორის.