შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თეთრ კვადრატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა...
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თეთრ კვადრატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
  • 12/01/2026

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თეთრ კვადრატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კომპანია თეთრ კვადრატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს განათლების, ინოვაციისა და მეწარმეობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

მემორანდუმის ფარგლებში:

  • სტუდენტების დაკავშირება ტექნოლოგიურ და სამეწარმეო ეკოსისტემასთან, მათ შორის ინვესტორებთან, აქსელერატორებთან და პოტენციურ პარტნიორებთან;
  • ტექ და სამეწარმეო ლაბორატორიის გაძლიერება საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე;
  • საჯარო ლექციების/ვორქშოპების/სემინარების ჩატარება ტექნოლოგიურ და სამეწარმეო თემებზე და ა.შ

აღნიშნული პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების განვითარებისა და სტუდენტებისთვის თანამედროვე პროფესიული შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით.