შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და "ლინგოსთარს" შორის მემორანდუმი გაფორმდა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა...
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და “ლინგოსთარს” შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • 13/01/2026

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და “ლინგოსთარს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (IBSU) და ინგლისური ენის ოლიმპიადა „ლინგოსთარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობის საფუძველზე ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის მიღება. მათი განხორციელება და ეფექტური საკომუნიკაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

თანამშრომლობის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინგლისური ენის ოლიმპიადა „ლინგოსთარი 2025“-ის ოფიციალური საკომუნიკაციო მხარდამჭერი იყო. ასევე, IBSU-მ ოლიმპიადის ფინალში გასული მონაწილეები და გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.