სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სრულფასოვანი...
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სრულფასოვანი ავტორიზაცია მიიღო
  • 19/12/2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სრულფასოვანი ავტორიზაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) მორიგი სრულფასოვანი ავტორიზაცია მიიღო. IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ უნივერსიტეტის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ IBSU გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

IBSU პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელსაც 29-წლიანი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო ბაზარზე.

IBSU სტუდენტებს სთავაზობს 50-მდე აკრედიტებულ ინგლისურენოვან და ქართულენოვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, კომპიუტერული მეცნიერების, არქიტექტურის, საერთაშორისო ურთიერთობის, სამართალმცოდნეობის, საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის, ჟურნალისტიკის, ინგლისური ფილოლოგიისა და ამერიკისმცოდნეობის პროგრამებს.

2024 წელს უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო ახლად აკრედიტებულ დიპლომირებული მედიკოსის და ფსიქოლოგიის ინგლისურენოვან პროგრამებზე.

საზოგადოებასთან ურთიერთობის (ქართულენოვანი), გრაფიკული დიზაინისა (ინგლისურენოვანი) და არქიტექტურის საბაკალავრო (ქართულენოვანი) პროგრამებმა უკვე გაიარეს სრული აკრედიტაცია და სტუდენტების პირველ ნაკადს 2025 წლის სექტემბერში მიიღებენ.

IBSU ორიენტირებულია მოთხოვნად პროფესიებზე, რაც უზრუნველყოფს დასაქმების მაღალ, 93%-იან მაჩვენებელს. უნივერსიტეტი გამორჩეულია მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამებით, შიდა გრანტებით, სტუდენტური კლუბებით, ინტერნაციონალური გარემოთი და მდიდარი ბიბლიოთეკით.