სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი...
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი Touch Summit 25-ის ქომუნითი პარტნიორია
  • 24/11/2025

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი Touch Summit 25-ის ქომუნითი პარტნიორია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წლის მთავარი ტექ-ღონისძიების, Touch Summit 25-ის ქომუნითი პარტნიორია!

5-6 დეკემბერს, ტექნოლოგიური სამიტი TOUCH25 ტრადიციულად ბრუნდება და კიდევ ერთხელ გადაიქცევა რეგიონის ტექნოლოგიური ინოვაციების, კრეატიულობისა და განათლების ცენტრად. სამიტი მოიცავს keynote-სესიებს, ვორქშოფებს, Startup Expo-ს, Pitch Competition და აერთიანებს 1000+ დელეგატს.

IBSU, როგორც განათლების სფეროს წარმომადგენელი და რეგიონული ინოვაციების მხარდამჭერი უმაღლესი სასწავლებელი, სიამაყით უერთდება სამიტს. TOUCH25 აერთიანებს 60-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ სპიკერს ტექნოლოგიების, ინოვაციების, დიზაინისა და ბიზნესის სფეროებიდან.

სამიტის ჰედლაინ სპიკერები არიან:
• Azahara Corrales – AI Consultant & Digital Transformation Leader
• Arnaud Collery – CEO, Humanava.com
• Jonas Lempa – Taikonauten
• Anastasia Kim – Google MENA
• Jaïr Halevi – Miro & Pygma
• Nicklas Bergman – Intergalactic Industries
• Andy Childs – Meta
• Alex Brunori – G42
• Gevorg Ghalachyan – NVIDIA
• Timmy Ghiurau – Midbrain / The Point Labs
• Mauro Mazzei – LePub
• Emil Abirascid – Startupbusiness.it

IBSU განაგრძობს ტექნოლოგიური განათლების და ინოვაციების მხარდაჭერას ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით!