სიახლეები

- 01/12/2025
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და მერსებურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და მერსებურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტმა (Hochschule Merseburg University of Applied Sciences) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მერსებურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს გერმანიის ქალაქ მერსებურგში, ცნობილია აკადემიური ხარისხის, პრაქტიკულ სწავლებასა და ინდუსტრიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ორიენტირებული მიდგომით. უნივერსიტეტი სთავაზობს ფართო საგანმანათლებლო პროგრამებს ინჟინერიის, სოციალური მუშაობის, ბიზნესის ადმინისტრირების, კულტუროლოგიისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროებში.