შეხვედრა ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებთან
01.11.2024“ყავა და ჩაი დეკანთან” შეხვედრების ციკლის ფარგლებში, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი მარიამ რაზმაძე შეხვდა ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც პირველად, ერთი სემესტრით #IBSU-ს ესტუმრენ ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის “მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები” ფარგლებში.
უცხოელმა სტუდენტებმა სკოლის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინი ჩალაბაშვილი, რომელმაც სტუდენტებს წარმატებები უსურვა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო.
აღსანიშნავია, რომ ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა DAAD-ის დაფინანსებით ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა და უპირობო საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო მომდევნო 7 წლით. იგი წარმოადგენს ინტერდისცილინურ პირველ სამაგისტრო პროგრამას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.