შვედეთის ელჩმა IBSU-ს სტუდენტებს უმასპინძლა
08.02.2024სასწავლო კურსის, “სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები” ფარგლებში, IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტები სასწავლო ტურით შვედეთის საელჩოს ეწვივნენ, სადაც მათ შვედეთის ახალმა ელჩმა, ანა ლიბერგმა უმასპინძლა.
შვედეთის ელჩი IBSU-ს სტუდენტებს ესაუბრა შვედეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და ტენდენციების შესახებ. ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველო-შვედეთის ურთიერთობებსა და საქართველოში შვედეთის საელჩოს პრიორიტეტებზე. გარდა ამისა, ანა ლიბერგმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებული თანამშრომლობისა და ქართველი ახალგაზრდებისთვის შვედეთში განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ.