სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. შიდა მობილობისა და სტუდენტის სტატუსის...
შიდა მობილობისა და სტუდენტის სტატუსის აღდგენის ვადები
  • 09/07/2025

შიდა მობილობისა და სტუდენტის სტატუსის აღდგენის ვადები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის შიდა მობილობისა და სტუდენტის სტატუსის აღდგენის ვადები განისაზღვრა.

შიდა მობილობის ვადები

2025 წლის 21 ივლისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით – სტუდენტთა მომსახურებისა და რეესტრის სამსახურის მიერ შიდა მობილობის წესით სკოლის/პროგრამის შეცვლის მსურველთა განცხადების რეგისტრაცია;

2025 წლის 25 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით – სკოლების მიერ კრედიტების აღიარება;

1 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით – უნივერსიტეტსა და შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება;

 22 სექტემბერი – შიდა მობილობის წესით სტუდენტის სკოლის/პროგრამის შეცვლის შესახებ რექტორის ბრძანების მომზადება.

სტატუსის აღდგენის ვადები

2025 წლის 21 ივლისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით – სტუდენტთა მომსახურებისა და რეესტრის სამსახურის მიერ სტუდენტის სტატუსის აღდგენის მსურველთა განცხადების რეგისტრაცია;

2025 წლის 8 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით – სკოლების მიერ კრედიტების აღიარება;

22 სექტემბერი – შიდა მობილობის წესით სტუდენტის სკოლის/პროგრამის შეცვლის შესახებ რექტორის ბრძანების მომზადება.

სტატუსის აღსადგენად და შიდა მობილობისთვის მიმართეთ სტუდენტთა მომსახურებისა და რეესტრის სამსახურს: ნია გინტური / მეგი სეხნიაშვილი | studentaffairs@ibsu.edu.ge

ოთახი A208