სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ჩემიუნივერსიტეტი : გიორგი ციხელაშვილი...
#ჩემიუნივერსიტეტი : გიორგი ციხელაშვილი I ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალვრო პროგრამა
  • 19/10/2025

#ჩემიუნივერსიტეტი : გიორგი ციხელაშვილი I ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალვრო პროგრამა

გაიცანით #IBSU-ს ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალვრო პროგრამის სტუდენტი, გიორგი ციხელაშვილი, რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი :

“იბსუ არის ადგილი, რომელმაც პირველივე დღიდან მომცა შესაძლებლობა, განმევითარებინა ჩემი თავი როგორც პროფესიულად, ასევე სტარტაპების მიმართულებით. აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მომცა სტიმული, შემექმნა საკუთარი სტარტაპები მათ შორის ClearFlow, რომელიც სწორედ იბსუს ინოვაციურ და შემოქმედებით გარემოში დაიბადა. უნივერსიტეტის მხარდაჭერამ საშუალება მომცა, აქტიურად ჩამომეყალიბებინა იდეები, მემუშავა რეალურ პროექტებზე და მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა ჰაკათონებში, სადაც ბევრი საინტერესო და გამოცდილი ადამიანების გაცნობა და მათთან თანამშრომლობა შევძელი.
იბსუს მრავალ ღონისძიებაში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად განავითარა ჩემი კომუნიკაციის, ლიდერობისა და გუნდური მუშაობის უნარები. განსაკუთრებული გამოცდილება იყო, რომ მქონდა პატივი ვყოფილიყავი გამოსაშვები საღამოს სპიკერი, სადაც უფრო მეტად დავხვეწე ჩემი საჯარო საუბრის მანერა და სტილი.
იბსუ არის ის ადგილი, სადაც შემიძლია საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა – როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ დონეზე. ის გახდა ადგილი, რომელიც მეხმარება გავხდე როგორც მომავალი პროფესიონალი ასევე მომავალი სტარტაპერი, და ზუსტად ამიტომ ვიტყვი: რომ არ არსებობს მიუღწეველი მიზანი, თუ საკმარისი მონდომება გაქვს მითუმეტეს კი მაშინ როდესაც გვერდში ისეთი ორგანიზაცია გიდგას როგორიც არის იბსუ.”